png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს ხდება რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე და არ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის მიმართ გულგრილები ვიყოთ - რუსეთის პატრიარქი ყაზახეთზე

  • მსოფლიო
  • 08.01.2022
  • 14:15
ეს ხდება რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე და არ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის მიმართ გულგრილები ვიყოთ - რუსეთის პატრიარქი ყაზახეთზე

ეს ხდება რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე და ამიტომ არ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის მიმართ გულგრილები ვიყოთ, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

 „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოდესღაც ჩვენი ერთიანი უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე მოვლენები ვითარდება. ადამიანები შეეჯახნენ რთულ სამოქალაქო კონფლიტქს, რეალურად იღვრება სისხლი.

და ეს ჩვენს გვერდით ხდება, რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე და ამიტომ არ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის, ამ შეტაკებების, ამ განუკითხაობის მიმართ გულგრილები ვიყოთ. და დღეს ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვილოცე, რათა უფალმა წყალობა გაიღოს ყაზახი ხალხის მიმართ, რათა შეწყდეს დაპირისპრება და დამყარდეს მშვიდობა“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

შეგახსენებთ, ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.

მწვავე პროტესტების ფონზე გადადგა ქვეყნის მთავრობა.

4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. იუწყებიან, რომ შეტაკებებს ათეულობით დემონსტრანტი ემსხვერპლა, დაღუპულია 10-ზე მეტი პოლიციელი.

პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე განხორციელებულ აგრესიის აქტად შეაფასა. თოყაევმა მითითება მისცა სამართალდამცავებს, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნან.

თოყაევმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც, ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge