png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება მისცა

  • მსოფლიო
  • 10.01.2022
  • 13:41
სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება მისცა

ავსტრალიის სასამართლომ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლის უფლება მისცა. ამრიგად, გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. რამდენომე დღის წინ ავსტრალიისს სასაზღვრო სამსახურმა სპორტსმენს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, რადგან მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო.

თუმცა, როგორც BBC იტყობინება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯოკოვიჩს არ აძლევს გარანტიებს, რომ ის ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას შეძლებს. ავსტრალიის მიგრაციის საკითხთა მინისტრს აქვს უფლება კვლავ გააუქმოს მას ვიზა და ქვეყანაში არ  შეუშვას.

ჯოკოვიჩის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ჩოგბურთელმა დეკემბერში კორონავირუსი გადაიტანა და მიიღო სამედიცინო ცნობა, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულებას უხსნიდა. თავად სერბი ჩოგბურთელი ამჟამდ იმყოფება მელბურნში, დეპორტაციის მომლოდინეთა ცენტრში.

შაბათს, 8 იანვარს, ჯოკოვიჩმა დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მისი ადვოკატების თქმით, ტურნირ Tennis Australia-ს ორგანიზატორმა მას ვაქცინაციისაგან ვალდებულების გათავისუფლების შესახებ აცნობა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მას ქევყანაში შესვლის უფლება აქვს.

 „მე ვუმტკიცებდი, რომ კორონავირუსი 2021 წლის დეკემბერში გადავიტანე და ამის საფუძველზე გათავისუფლებული ვიყავი აცრისგან ავსტრალიის მთავრობის წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ტურნირი Australian Open-ი 17-30 იანვარს იმართება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტურნირი სერბი ჩოგბურთელისთვის დიდი შანსია გამარჯვებების რაოდენობით აჯობოს როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გასულ წელს თავი ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, მისი თქმით, აცრის გაკეთება ან მასზე უარის თქმა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. ჟურნალისტებმა მას მეტსახელიც კი შეურჩიეს - Novax („არა-ვაქც“)

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge