საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 11.01.2022
- 10:58
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 264-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 486 პირს დაუდასტურდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200