png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ-ში, ექიმებმა ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

  • მსოფლიო
  • 11.01.2022
  • 15:22
აშშ-ში, ექიმებმა ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

შეერთებულ შტატებში ექიმებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს. ქირურგების თქმით, გადანერგვიდან სამი დღის შემდეგ გული ნორმალურად მუშაობს და 57 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ინფორმაცია წარმატებული ოპერაციის შესახებ 10 იანვარს მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიერ გავრცელდა.

 „ორგანოს გადანრეგვის ოპერაციამ პირველად ცხადყო, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის გულმა, შესაძლოა იმუშაოს ორგანიზმის მიერ მყისიერი მიუღებლობის გარეშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეს იყო ნოვატორული ოპერაცია, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს კრიზისის გადაჭრასთან, რომელიც ორგანოების დონორთა ნაკლებობას უკავშირდება“, - აღნიშნა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა, რომელმაც ღორის გულის იმპლანტაციის ოპერაცია ჩაატარა. მისი თქმით,  მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია აძლევს იმედს მომავალ პაციენტებს, რომლებსაც ორგანოების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.

მერილენდის უნივერსიტეტში განმარტეს, რომ  პაციენტისთვის ღორის გულის გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი შანსი იყო გადარჩენისთვის

 „მე არჩევანი მქონდა: ან მოვმკვდარიყავი ან გულის გადანერგვა გამეკეთებინა. მე სიცოცხლე მინდა, ვიცი, რომ შანსები მცირეა, მაგრამ ეს ჩემი ბოლო არჩევანია“, - განაცხადა პაციენტმა დევიდ ბენეტიმ ოპერაციის დაწყებამდე.

მხოლოდ აშშ-ში ამ დროისათვის 100 000-მდე ადამიანი დონორის ორგანოს ელოდება. ოფიციალური მონაცემებით,  ყოველდღე დონორის მოლოდინში 6 000-ზე მეტი ადამიანი კვდება.

დონორების სიმცირის გამო მეცნიერები იმედს ამყარებენ ე.წ. ქსენოტრანსპლანტაციაზე - ეს არის ერთი ბიოლოგიური სახეობის ორგანიზმიდან ორგანოების, ქსოვილების ან უჯრედული ორგანოიდების გადანერგვა მეორე ბიოლოგიური სახეობის ორგანიზმში.  

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge