png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"პრინციპი, უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე", საქართველოზეც უნდა გავრცელდეს - ამერიკელი სენატორები

  • პოლიტიკა
  • 11.01.2022
  • 22:20
"პრინციპი, უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე", საქართველოზეც უნდა გავრცელდეს - ამერიკელი სენატორები

"პრინციპი, უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე", საქართველოზეც უნდა გავრცელდეს - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი სენატორთა ჯგუფი ერთობლივ წერილში, რომლითაც ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ.

სენატორები მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

განცხადებაში ამერიკელი კანონმდებლობი აღნიშნავენ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე.

"რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ „უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედეგება უკრაინის გარეშე. ეს ასევე უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში;

ნატო-მ მხედველობაში უნდა მიიღოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი სამხედრო განლაგება, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში, რუსული აგრესიის შესაკავებლად;

საჭიროა, დამატებითი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებში ხელი შეეშალოთ. ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა განიხილონ მსგავსი ზომები.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინს და მის გარემოცვას, ვიდრე რუსეთი კვლავ ემუქრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას", - აცხადებენ სენატორები.

ამ კვირაში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ წარდგენილი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიუღებელია.

"რუსეთის ეს მოთხოვნები არის მისი მცდელობის ნაწილი, ევროპაში ხელახლა შექმნას რუსული გავლენის სფეროები, სადაც კრემლს თავისუფლად ძალუძს ზეწოლა მოახდინოს და დააშინოს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლები ამერიკის მტკიცე პარტნიორები და მოკავშირეები არიან", - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge