png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს

  • პოლიტიკა
  • 29.09.2015
  • 10:22
ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს

ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს; მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე. 

საქართველოს მთავრობის მეთარმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ობამას და  მსოფლიოს სხვა ლიდერებს გლობალური უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის და სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

“ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატოს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. 2014 წელს ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საფრანგეთის შემდეგ ჩვენ ვიყავით ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მისიაში, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში ,"-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. 

“ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა და ჩვენ რეგულარულად შეგვაქვს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო ძალებში: ჩვენ ვიყავით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ქართველი სამხედრო ძალები მსახურობდნენ ნატოს ჯარების გვერდი-გვერდ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო  მსოფლიო თანამეგობრების საიმედო პარტნიორია.  

"დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი ძალა.კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ობამას და სხვა ლიდერებს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დღევანდელ დღის წესრიგს და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მრავალწლიან ტრადიციას - წვლილს შევიტანთ სახელმწიფოთაშორის სამშვიდობო ძალებში. ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ვალდებულების შესრულებას. ქართველო მებრძოლები ყოველთვის იდგებიან მოკავშირებიის გვერდით ყველაგან, სადაც ჩვენი ყოფნა საჭიროა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge