ნატო-ს კარი ღიაა და არავის აქვს მისი დახურვის უფლება - აშშ-ის ელჩი ნატო-ში
- პოლიტიკა
- 12.01.2022
- 11:07
ნატო-ს კარი ღიაა და არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება, – ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ალიანსის გაფართოების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოცემულ ქვეყანასა და ნატო-ს შორის იქნება მიღებული“, – აღნიშნა აშშ-ში ნატო-ს ელჩმა.
ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო ერთიანია რუსეთისადმი გზავნილში, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მკაცრ პასუხს მიიღებს როგორც ნატო-სგან, ასევე ევროკავშირისგან.
ხვალ, 12 იანვარს ნატო-ს შტაბბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება. მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200