png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

New York Times: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლა

  • მსოფლიო
  • 12.01.2022
  • 14:24
New York Times: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლა

ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ვერტმფრენები გადაისროლა, რაც შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მეზობელ ქვეყანაში თავდასხმის გეგმა ძალაში რჩება,- იუწყება გამოცემა New York Times.

გამოცემა წერს, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ დეკემბერში და იანვრის დასაწყისში უკრაინის საზღვართან რუსეთი დამატებით სამხედროებს გაგზავნიდა და მათი რაოდენობა 175 ათასს მიაღწევდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჯარების გადასროლა შენელდა, უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ იმყოფება 100 ათასამდე რუსი სამხედრო, რასაც რუსეთმა კიდევ დამრტყმელი ავიაცია დაამატა.

გაზეთი აღნიშნავს, რომ დამრტყმელი და სატრანსპორტო ავიაცია, ასევე მოირიშეეები რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება, თუ კი პუტინი უკრაინაში შეიჭრება.

New York Times-ის მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავები - RC-135 27 დეკებრიდან რეგულარულად დაფრინავენ უკრაინის ცაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ამერიკულ დაზვერვას შესაძლებლობას აძლევს მოუსმინოს რუს სახმელეთო მეთაურებს. ასევე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებს  E-8 JSTARS-ის თვითმფრინავებს სახმელეთო ობიექტების სათვალთვალოდ, რომლის დახმარებითაც აკვირდება რუსული ჯარის გადაადგილებას.

აშშ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგების ნიშნებს უკრაინის საზღვართან, რაც როგორც რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, შესაძლოა, მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი გახდეს, - აღნიშნავს New York Times-ი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge