png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

  • მსოფლიო
  • 13.01.2022
  • 20:31
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს არსებული ეკონომიკური სანქციები 2022 წლის 31 ივლისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ექვსი თვით, 2022 წლის 31 ივლისამდე სანქციების გახანგრძლივების შესახებ, რომლებიც ამ დროისათვის მოქმედებს რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორის მიმართ“, - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში დეკემბრის სამიტზე ერთხამდ დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესახებ. ასევე ევროპის ქვეყნების ლიდერებმა მაშინ რუსეთს მოუწოდეს შეასრულოს მინსკის შეთანხმების პირობები.

ევროკავშირის სანქციები, რომლებიც შვიდ წელზე მეტია მოქმედებს, მიმართულია რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ. კერძოდ, რუსული ბანკებისა და კომპანიებისათვის ევროკავშირის კაპიტალის პირველად და მეორად ბაზრებზე წვდომა შეზღუდულია. ასევე დაწესებულია აკრძალვა იარაღის იმპორტსა და ექსპორტზე, მეორადი დანიშნულების პროდუქციაზე.

ამის გარდა, ევროკავშირმა რუსულ მხარეს შეუზღუდა წვდომა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიებსა და სერვისებზე.

თავდაპირველად აღნიშნული სანქციები ევროკავშირმა 2014 წლის 31 ივლისს ერთი წლით დააწესა. 2015 წლის მარტში სანქციების მოქმედების ვადა მიება მინსკის შეთანხმების პირობების სრულ შესრულებას. ამ მომენტიდან შეზღუდვები ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ხანგრძლივდება. გახანგრძლივებამდე ევროკავშრის ქვეყნები მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებას აფასებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge