primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამოს ღირებულება 1 მლნ დოლარია

  • ეკონომიკა
  • 15.02.2016
  • 11:56
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამოს ღირებულება 1 მლნ დოლარია

 

16 ყველაზე ძვირადღირებული არომატი, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ:

მე-16 ადგილი: Jar Parfums Bolt of Lightning - აღნიშნული პარფიუმი შექმნილია Joel A. Rosenthal-ის მიერ და 30 მლ-იანი სუნამოს ღირებულება 765 დოლარია.უნდა აღინიშნოს, რომ Jar Parfums Bolt of Lightning-ს შეძენა პარიზის მხოლოდ 2 მაღაზიაშია შესაძლებელი.

მე-15 ადგილი: Jean Patou's Joy - ფრანგი დიზაინერის ჟანა პატის ქმნილება, რომელიც 1929 წელს შეიქმნა. Jean Patou's Joy ერთ-ერთ ყველაზე ძველი სუნამოს სტატუსის მატარებელიცაა. 30 მლ-იანი Jean Patou's Joy -ის ფასი 800 დოლარია

 მე-14 ადგილი: Shalini Parfums Shalini - ქალური არომატი, რომელიც ცნობილი პარფიუმერის მორისომ რუსელემის მიერაა შექმნილი. თავის დროზე გაყიდვაში მხოლოდ 900 ფლაკონი იყო გამოტანილი, და თითოს ღირებულება 900 დოლარს შეადგენდა.

მე-13 ადგილი: Selenion - სუნამო იაპონური კომპანია Pola-ს მიერაა შექმნილი. 30 მლ-იანი Selenion-ს ღირებულება 1200 დოლარია.

 მე-12 ადგილი: Annick Goutal's Eau d'Hadrien - წევროპელი პარფიუმერების ქმნილება. Annick Goutal можно-ს შეძენა 1500 დოლარადაა შესაძლებელი, თუმც ის 100 მლ-იანი შეფუთვით იყიდება.

მე-11 ადგილი: Hermes 24 Faubourg - ცნობილი ფრანგული სახლის Hermes International-ის შედევრი, რომელიც 1995 წელს Bernard Bourjois-ისა და Maurice Roucel-ის მიერ შეიქმნა. 30 მლ-იანი Hermes 24 Faubourg-ის ფასი 1500 დოლარია.

მე-10 ადგილი: Baccarat's Les Larmes Sacrées de Thebe – 1990 წელს გამოშვებული არომატი, რომელიც Baccara-ს ბროლშია ჩამოსხმული. Baccarat's Les Larmes Sacrées de Thebe-ს ფასი 1700 დოლარია.

 მე-9 ადგილი: Caron's Poivre – 50 წლის წინ, პარიზში, შექმნილი არომატი. Caron's Poivre-ს ფლაკონი Baccara-ს კრისტალებითაა გაწყობილი და მისი ღირებულება 2000 დოლარია.

მე-8 ადგილი: Ralph Lauren Notorious - ახალგაზრდული სუნამოს ბრენდი, რომელიც ამერიკელ დიზაინერს რალფ ლორენს ეკუთვნის. სუნამო Notorious-ი 25 წელზე ზემოთ ქალებისთვისაა განკუთვნილი. Ralph Lauren Notorious-ის ღირებულება 3540 დოლარია.

მე-7 ადგილი: Chanel № 5 Grand Extrait – „შანელის“ სახელის ახალი ხაზი. Grand Extrait-ის ფასი, რომელიც 900 მლ-იანია 4200 დოლარს შეადგენს.

მე-6 ადგილი: Ellipse - Jacques Fath-ის ქმნილება. დღეისათვის Ellipse, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ არომატად მიიჩნევა და მისი ღირებულება 900 დოლარიდან 5000 დოლარამდეა. (მოცულობის მიხედვით)

მე-5 ადგილი: Clive Christian No.1 - სუნამო ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის Clive Christia-ს მიერაა შექმნილი. 30 მლ-იანი Clive Christian No.1-ის ფასი 5500 დოლარია.

მე-4 ადგილი: Royal Arms Diamond Edition Perfume, რომელიც Floris-ის არომატს წარმოადგენს. სუამო, 60-იან წლებში ელიზაბედ II-თვის შეიქმნა და 18 კარატიანი ბრილიანტითაა მორთული. სუნამოს ღირებულება 23 000 დოლარია.

მე-3 ადგილი: Guerlain Idylle Baccarat - Lux Edition - კომპანია Ora Ito-ს სუნამო. მისი ღირებულება დღეისათის 40 000 დოლარია.

 მე-2 ადგილი: Clive Christian Imperial Majesty - სუნამო 18 კარატიანი ოქროთია გაწყობილი, ხოლო მისი სახურავზე 5 კარატიანი ბრილიანტია დამაგრებული. სულ გამოშვებულია Clive Christian Imperial Majesty-ის 10 ფლაკონი, რომლის საერთო მოცულობაც 507 მლ-ია. ერთი ფლაკონი სუნამოს ფასი 215 000 დოლარია.

პირველი ადგილი: DKNY Golden Delicious - სუნამო ფორთოხლის, ვარდის, შროშანის, ორქიდეას, თეთრი ლილიას და წითელი ვაშლის არომატით. ჩვეულებრივ შეფუთვაში აღნიშნული სუნამოს ღირებულება 40-50 დოლარია, თუმცა 2011 წელს გამოუშვეს უნიკალური ფლაკონი, რის გამოც DKNY Golden Delicious-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო გახდა. ფლაკონი 2909 ძვირადღირებული ქვითაა მორთული და მისი ღირებულება 1 მლნ დოლარია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge