png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა

  • მსოფლიო
  • 19.01.2022
  • 18:38
 სასამართლომ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობისა და ერთი მილიარდი გრივნის გირაოს გადახდის შესახებ.

პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს. ამას გარდა, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა ჩააბაროს თავისი პასპორტი. პოროშენკოს ეკრძალება კიევის ოლქის დატოვება გამომძიებლის, პროკურორის ან მოსამართლის ნებართვის გარეშე.  ვალდებულებების მოქმედების ვადად 2022 წლის 19 მარტი განისაზღვრა.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეკრიბილები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები. საპროტესტო აქციაზე პოროშენკოს მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საუბარია ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანაზე. ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოროშენკო ბრალდებებს უარყოფს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge