primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა

  • პოლიტიკა
  • 21.01.2022
  • 19:50
პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა. როგორც პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მათთვის მიუღებელია პარტია აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი.

„ჩვენ, პარტიის დამფუძნებლებს, გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ დღემდე პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა, პარტია „საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

მოკლედ გაცნობებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის- ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად, აიძულებს ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას. კერძოდ, მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებელად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ჩვენთის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის თამილა ფაღავასთის ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღეს.

მას შემდეგ, რაც მან მიიღო უარი, ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცემერობა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე, არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას.

ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა, განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს, მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩვენ პარტიის დამფუძნებლები კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას „საქართველოსთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge