png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ-მა, საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გასაგზავნად, 8 500 სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა

  • მსოფლიო
  • 25.01.2022
  • 00:23
აშშ-მა, საჭიროების შემთხვევაში ევროპაში გასაგზავნად, 8 500 სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მზადყოფნაში მოიყვანა 8 500 სამხედრო იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში მათი გაგზავნა საჭირო გახდება. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 „პენტაგონის ხელმძღვანელმა ოსტინმა გადაწყვიტა აშშ-ში ქვედანაყოფების მზადყოფნაში მოყვანა იმ შემთხვევაში, თუ მათი გაგზავნა {ევროპაში} საჭირო გახდება“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

კირბიმ განმარტა, რომ საუბარია 8 500-მდე სამხედროზე. პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპაში ამ ძალების გადასროლის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამხედრო სარდლობამ მხოლოდ გადაწყვიტა მათი მზადყოფნის გაზრდა, რათა სამხედროებმა თუ კი ეს საჭირო გახდება, ევროპაში სწრაფად გამგზავრება შეძლონ. მისი თქმით, ევროპაში ძალების გაგზავნა შესაძლებელი იქნება ნატო-ს მოთხოვნის შესაბამისად, „ან სხვა სიტუაციებში“. პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, საუბარია, როგორც საბრძოლო ქვედანაყოფებზე, ისე სამხედრო მედპერსონალსა და ქვედანაყოფებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ტრანსპორტზე.

კირბის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია იმ პირობებში, როდესაც ვაშინგტონი ვერ ხედავს უკრაინაში რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნებს. კირბიმ აღნიშნა, რომ სამხედროების მზადყოფნაში მოყვანა დროში შეზღუდული არ არის, ვინაიდან გაურკვეველია, როდის იქნება საჭირო ევროპაში სამხედროების გადასროლა. ამასთან, მისივე თქმით, მსგავსი ზომები არ ნიშნავს, რომ აშშ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყვეტს.

 „გადასროლის {სამხედროების} გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ჩვენ არ ვამბობთ, რომ დიპლომატია მკვდარია“, - დასძინა კირბიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge