png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ნატო-მ ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

  • მსოფლიო
  • 25.01.2022
  • 15:51
ნატო-მ ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს წვრთნები დაიწყო ამერიკული ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფისა და ალიანსის წევრების ძალების მონაწილეობით, რომლებიც ერთობლივ მანევრებს შეიმუშავებენ.

პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის განცხადებით, წვრთნები „ნეპტუნის დარტყმა“ 2020 წლიდან ტარდება და განკუთვნილი არ არის უკრაინასთან დაკავშირებული რომელიმე სცენარისთვის.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 24 იანვარს განაცხადა, რომ სწავლება „აჩვენებს ტრანსატლანტიკური ალიანსის  ერთიანობას, შესაძლებლობებს და ძალას.“

ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ დამრტყმელ ჯგუფს მეთაურობას ნატო გაუწევს. სწავლება 4 თებერვლამდე გაგრძელდება.  

ნატოს-პრესმდივან ოან ლუნგესკუს განცხადებით, ეს „ცივი ომის“ შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული ავიამზიდი ნატო-ს მეთაურობას დაექვემდებარება.

წრვთნები უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიის ფონზე ჩატარდება.

ნატო-მ 24 იანვარს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გზავნის დამატებით ძალას, მათ შორის ხომალდებსა და გამანადგურებლებს, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში სამხედრო ძალა, შესაძლოა კიდევ გაზარდოს.

„ჩვენ გვყავს ავიამზიდის ჯგუფი ნატო-ს მეთაურობით. ეს არ არის ბალტიის ზღვაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მას ევროპის უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ  ასე გავმაგრდით“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს. დაგეგმილია, რომ სწავლებაში, რომელიც იანვარ-თებერვალშია დაგეგმილი, მონაწილეობას მიიღებს 140 ხომალდი და დამხმარე გემი, 60 საფრენი აპარატი და 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge