Pfizer-მა „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო
- მსოფლიო
- 25.01.2022
- 16:57
ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„Pfizer-მა და и BioNTech-მა დაიწყეს უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის შეფასებისთვის „ომიკრონის“ საფუძველზე კანდიდატი ვაქცინის კლინიკური შესწავლა 18-55 წლის ჯანმრთელ ზრდასრულ პირებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ კვლევის დროს შეიქმნება სხადასხვა ჯგუფი Pfizer-ის უკვე არსებული ვაქცინასა და „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის განსხვავებული სქემების შესადარებლად. მოსალოდნელია, რომ ცდებში მონაწილეობას მიიღებს 1420-მდე ადამიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200