png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხორვატიის პრემიერი, პრეზიდენტის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის

  • მსოფლიო
  • 26.01.2022
  • 11:10
ხორვატიის პრემიერი, პრეზიდენტის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო უკრაინელ ხალხს ბოდიში მოუხადა. პრემიერის შესაბამისი განცხადება ხორვატიის მთავრობის twitter-ზე ვრცელდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჩვენი ჯარისკაცები არ ჰყავს, პოლონეთში მყოფი კონტიგენტი კი უკვე დაბრუნდა, გაუგებარია, რომელი სამხედროების გაყვანას აპირებს პრეზიდენტი. მისი განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ - ჩვენი პოზიცია არ არის.  მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალს მსგავსი აბსურდის გამო“, - აცხადებს პლენკოვიჩი.

შეგახსენებთ, ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ზაგრები მოვლენებისგან მაქსიმალურად დისტანცირებული იქნება.

„ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაციის შემთხვევაში გამოვიყვანთ {რეგიონიდან} ბოლო ხორვატ ჯარისკაცს“, - განაცხადა მილანოვიჩმა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

ამასთან, ხორვატიის პრეზიდენტის განცახდებას უკვე უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ხორვატიის პრეზიდენტმა გამოავლინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და უმადურობა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა ხორვატიას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აღმოუჩინა, უმადურობას ავლენს ასევე გასულ წლებში გამანდგურებელ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს უმადურობა მისი პიროვნული თვისებაა და არ ვრცელდება ხორვატ ხალხზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა", - განაცხადეს უწყებაში.

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროში დაბარებულია ხორვატიის ელჩი ნიცა ჯამიჩი

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge