primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

საქართველოში სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემა ამოქმედდა

  • ეკონომიკა
  • 15.02.2016
  • 14:20
საქართველოში სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემა ამოქმედდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა. პრეზენტაციას სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღნიშნული სისტემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ორგანიზაცია “პროსერვისის” ორგანიზებით მომზადდა. ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ტურისტული  ბიზნესის ხელშეწყობას. მისი მეშვეობით როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სასურველ სასტუმროში თავისუფალი ნომრები,  ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით და გადახდა როგორც პირდაპირი გადახდის, ასევე ადგილზე, მოგვიანებითი გადახდის პირობით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიახლე დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბევრი ტურისტი დღეს თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს. ვიცე-პრემიერმა პოზიტიური უწოდა ერთ სისტემაში სხვადასხვა სერვისებს ინტეგრირებას.

აღნიშნული სიახლე სთავაზობს 4 სახის შეთავაზებას სასტუმროებისთვის: შეიქმნება მრავალენოვანი, დინამიური და თანამედროვე ვებგვერდი; ამოქმედდება სასტუმროს მართვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს მოიცავს და მოემსახურება სასტუმროებში არსებული ყველა ნომრის შესახებ სრული ინფორმაციის განთავსებას; შესაძლებელი იქნება საქართველოს სასტუმროებში ნომრების ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე იმ სასტუმროებში, რომლებიც აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვებიან, ჩატარდება თანამშრომელთა უფასო ტრენინგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge