primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 27.01.2022
  • 11:57
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან - იენს სტოლტენბერგი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე იმყოფებიან, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოთხოვნებს წერილობითი პასუხი გასცეს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო პატივს სცემს საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას ალიანსში გაწევრიანების შესახებ. "სწორედ ამ მიზეზით ჩავერთეთ ძალიან ახლო და ძლიერ თანამშრომლობაში ორივე ქვეყანასთან", - დასძინა მან.

ამავე დროს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მოთხოვნილ "უსაფრთხოების გარანტიების" საპასუხო წერილში, ნატო-მ უარყო მოსკოვის მოთხოვნა, უარი ეთქვა ალიანსში უკრაინის მიღებაზე.

"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ წავალთ კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი, ცხადია, არის ის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი წინსვლის გზა, მათ შორის უკრაინას", - თქვა სტოლტენბერგმა.

"ეს არის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემა და, საბოლოო ჯამში, წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 30 მოკავშირის კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები და ეს ჩვეულებრივ აისახება ნატოს პოზიციებზე", - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოსა და უკრაინას თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რათა უპასუხონ ნატო-ს სტანდარტებს.

"ჩვენი ფოკუსი ახლა რეფორმებზეა, რომ დავეხმაროთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რათაუპასუხონ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ამასთან, პატივს ვცემთ ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, არ შეიტანონ განაცხადი წევრობაზე, როგორიცაა მაგალითად, ფინეთი და შვედეთი. მათთანაც ძალიან ახლო პარტნიორობა გვაქვს, ჩვენი ძალები ერთად ატარებენ წვრთნებს, ეს არის ქვეყნების და მათი არჩევანის პატივისცემა და ეს არ შეცვლის და ეს ის პრინციპია, რის პატივისცემაზე რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge