png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შეიძლება მოსკოვიდან მიეცეს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღების მცდელობა, რომელსაც ნატო და დასავლეთი ახორციელებს - უსუფაშვილი "ოცნების" რეზოლუციაზე

  • პოლიტიკა
  • 27.01.2022
  • 14:55
შეიძლება მოსკოვიდან მიეცეს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღების მცდელობა, რომელსაც ნატო და დასავლეთი ახორციელებს - უსუფაშვილი "ოცნების" რეზოლუციაზე

საქართველოს მხრიდან საჭიროა მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა, აცხადებს „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი. მისი განმარტებით, ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ ჩვენს მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ემუქრება მორიგი აგრესიის საფრთხე რუსეთისგან, არამედ საქართველოც კვლავ შესაძლოა, აღმოჩნდეს უფრო მძიმე ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებს მეტი პრობლემა შეემატოს.

"როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველდღე ვისმენთ მკაფიო, მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც, რომლებსაც ეს საფრთხე საერთოდ არ ემუქრებათ, ცხადია, საქართველოს მხრიდან საჭიროა მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა. იმ ვითარებაში, როცა ვართ აგრესიის, ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც სიტყვას არ ახსენებს როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროსა და საფრთხეზე, არის სრულიად გაუგებარი.

გუშინ, შუადღეს პრაქტიკულად მიღწეული იყო კომპრომისული ტექსტი, რომელიც „ლელოს“ ბოლომდე არ მოგვწონდა, მაგრამ ვინაიდან „ოცნება“ მზად იყო, იმ ტექსტზე შეჯერებულიყო, ჩვენც მზად ვიყავით, უკან წაგვეღო ჩვენი მოსაზრება, თუმცა რატომღაც სიტყვა რუსეთი გახდა „ქართული ოცნებისთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა, დაიწეროს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დიპლომატიური არხებით. არავინ არავის მოუწოდებს, ომში ჩვენ გადავეშვათ ან რამე უბედურება ჩავიდინოთ.

იყო მცდელობა, რომ რეზოლუცია საწყის ეტაპზევე ყოფილიყო კონსენსუსური და ინიცირება ყოფილიყო ყველასგან ერთად. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ორშაბათამდე, როდესაც ბიუროზე ინიცირებულ ტექსტს განიხილავენ, „ქართული ოცნების“ ლიდერები გაიაზრებენ, რომ პრაქტიკულად გაუგებარ ვითარებაში იყენებენ თავს საკუთარი მომხრეებისადმი.

აქ ოპოზიცისთან ურთიერთობაში არ არის საქმე. ვერ წარმომიდგენია „ქარღული ოცნების“ მომხრე მოქალაქე, რომელიც ამ ყველაფერზე წუხს, არ იყოს გაოცებული, გაკვირვებული, რომ რა საკრალური თემაა, სახელი დაერქვას იმას, რაც ხდება. რუსეთია ოკუპანტი, აბა, ვინაა.

ახლა ტექსტში როგორც წერია, ამას შეიძლება მოსკოვიდან მიეცეს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღების მცდელობა, რომელსაც ნატო და დასავლეთი ახორციელებს, თუ არ ჩაიწერა ომის საფრთხე საიდან მოდის. ეს არის მოსკოვის ნარატივი, რადგან მოსკოვიც ლაპარაკობს, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია და სადაცაა უკრაინა გამოიყვანონ აგრესორად. ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვეცდებით, რომ მივაღწიოთ კომპრომისს, საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ ტექსტს, ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge