png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთის მოთხოვნის განხილვა ფინჯან ყავაზეც არ ღირს - ესტონეთის პრეზიდენტი

  • მსოფლიო
  • 27.01.2022
  • 22:41
რუსეთის მოთხოვნის განხილვა ფინჯან ყავაზეც არ ღირს - ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ 1997 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან დანრუნება, როდესაც ნატო-ს გაფართოება დაიწყო, აზრსმოკლებულია.

ამის შესახებ მან Vikerraadio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არანაირი შანსი იმისა, რომ დავბრუნდეთ იმ ვითარებაში რომელიც 1997 წლამდე იყო, რომლის შემდეგაც ნატო-ს 14 ქვეყანა შეუერთდა, არ არსებობს. ეს აზრსმოკლებულია და მისი განხილვა ფინჯან ყავაზეც არ ღირს“, - თქვა კარისმა რუსეთის მოთხოვნაზე ალიანისის წევრ 14 ქვეყნიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის შესახებ, რომლებიც ორგანიზაციას 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ.

კარისის თქმით, არავის სურს ესტონეთიდან და ბალტიის სხვა ქვეყნებიდან სამხედრო ძალების გაყვანა, რასაც რუსეთი მოითხოვს.

კარისმა აღნიშნა, რომ ესტონეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი საუბარია უკრაინაში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე. კარისი ფიქრობს, რომ ამით ადამიანების დაშინება არ ღირს.

„გარწმუნებთ, რომ ესტონეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. არ ღირს ტყუილ-უბრალოდ ხალხის დაშინება“, - განაცხადა კარისმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ესტონეთში ომი არარეალისტურია.

შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.

დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.

დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.

26 იანვარს, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ვაშინგტონი წერილობითი პასუხი გადასცა.

როგორც The Washington Post იუწყება, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუსეთს, არ გამოაქვეყნოს პასუხი სრული სახით უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გაზეთის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ყურად არ იღებს ვაშინგტონის თხოვნას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge