png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლითონის საამქრომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

  • ეკონომიკა
  • 28.01.2022
  • 10:43
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლითონის საამქრომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა- „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „პროცესორს“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 131 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 100 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 135 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

კომპანია „პროცესორი“ ლითონის საამქროა, რომელიც ამზადებს ლითონის კონსტრუქციებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სარეკლამო ბიზნესში. „პროცესორი“ სულ მალე ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

„ჩვენ საქართველოს ბანკთან 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად ამჯერად ელექტრო ენერგიაზე გაზრდილი ხარჯების შემცირებისა და ამასთან, გარემოზე ზრუნვის მიზნით, გადავწყვიტეთ დაგვემონტაჟებინა მზის ელექტროსადგურები. ამისთვის მივიღეთ როგორც ბანკის, ასევე „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება 131 000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი მაღრაძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის წახალისებასა და სამომავლო განვითარებაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი და კომპანია „პროცესორის“ პარტნიორობა უკვე ამდენი წელია გრძელდება და ახლა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ერთად. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge