primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 15.02.2016
  • 14:50
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ - ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს, სადაც საკრედიტო დავალიანებების გამო მოსახლეობის გამოსახლების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩერნოვეცკი აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის პრემიერს საკუთარ გამოცდილებას და მოსაზრებას სთავაზობს. წერილს ,,პრაიმნიუსჯორჯია“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ღია წერილი ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!

ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” რეგისტრაციის შემდგომ, მე, როგორც პარტიის ლიდერი, ამიერიდან საჯაროდ მოგმართავთ ქართულ საზოგადოებაში დაგროვილ მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც შეგიძლიათ თქვენ, როგორც ძალაუფლების მქონე პირს ერთპიროვნულად, ან კანონმდებლობის დონეზე.

პირველი საკითხი, რომლის წამოწევაც მინდა, არის საქართველოს მოსახლეობის უსინდისო გამოსახლება მათი საცოვრებლებიდან გადაუხდელი კრედიტების გამო! უკვე ათასობით ადამიანმა მომმართა სოციალური ქსელის მეშვეობით, რომლებმაც შეავსეს  უსახლკარო მოსახლეობის ისედაც უზარმაზარი ”ჯარი”! მათ ყოველდღიურად ყრიან ქუჩაში ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ბანკებს ეკრძალებათ კრედიტების გაცემა ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ეკრძალებათ  მოქალაქეების ქუჩაში გაყრა.

მე გახლდით ბანკირი   და  უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე უკრაინაში. ეს ბანკი ათობით და ასობით კრედიტს  უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება. ბანკში მოქმედებდა მკაცრი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ბანკმა  შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა, რამაც საშუალება მომცა, 2008 წელს ის ევროპაში უმსხვილესი საფინანსო ჯგუფისთვის ”ინტეზა-სანპაულოსთვის” 750 000 000 ამერიკულ დოლარად მიმეყიდა!

ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს  საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას არ ვამბობ, როგორც წარსულში ბანკირი, არამედ ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!

ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს  ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“, - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge