png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთს ომი არ სურს - სერგეი ლავროვი

  • მსოფლიო
  • 28.01.2022
  • 13:18
რუსეთს ომი არ სურს - სერგეი ლავროვი

აშშ-სთან ომი არ იქნება, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასაშუალებებს.

„თუ ეს რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება, ჩვენ ომი არ გვსურს. მაგრამ ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ შეტევის , ჩვენი ინტერესების იგნორირების უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ვინაიდან რუსეთის მოთხოვნებზე პასუხები ამერიკის ხლისუფლებამ ორი დღის წინ გაუგზავნა.

„დასავლური სტილის პასუხებში არის რაციონალური მარცვალი, ოღონდ მეორეხარისხოვან საკითხებში“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.

დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.

დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.

ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.

26 იანვარს, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ვაშინგტონი წერილობითი პასუხი გადასცა.

ამასთან, 27 იანვარს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის პასუხში არის პოზიტიური მომენტები სერიოზული დიალოგისთვის, მაგრამ არ არის რეაქცია რუსეთის მიერ დასმულ მთავარ საკითხზე.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბრიდან დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზების გამო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალურ საფრთხეზე საუბრობს.

დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები დადგება. დასავლეთი მოსკოვს უმკაცრესი სანქციებით ემუქრება.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge