primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და მედიას მოუწოდებს პანიკას ნუ თესავენ

  • მსოფლიო
  • 28.01.2022
  • 22:24
ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და მედიას მოუწოდებს პანიკას ნუ თესავენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებსა და მედიას მოუწოდა რუსეთთან მოსალოდნელი ომის გამო პანიკას ნუ თესავენ, რადგან ამით უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებენ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ესკალაციის უფრო მეტ საფრთხეს, ვიდრე ეს გასული წელს იყო. „დიახ, გაიზარდა სამხედროების რაოდენობა, მაგრამ ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში ვამბობდი, როდესაც რუსეთის სამხედრო წვრთნებზე იყო საუბარი. მაშინ მათი რაოდენობა {რუსი სამხედროების} მართლაც ბევრი იყო, მაშინ მხარს გვიჭერდნენ აშშ-ც და ჩვენი ევროპელი მეგობრებიც. მათ რუსეთს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. დღეს არ მგონია, რომ მეტი დაძაბულობაა, ვიდრე ეს იყო მაშინ, წრვთნების პიკში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ სიტუაცია მაშინაც დაძაბული იყო, მაგრამ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა, როგორიც დღეს უკრაინულ და მსოფლიო მედიაშია, არ ყოფილა.

ამასთან, მან არ გამორიცხა ესკალაციის შესაძლებლობა, მაგრამ აღნიშნა, რომ მედიასაშულებების მიერ დაძაბულობის შექმნა უკრაინის ეკონომიკას აზიანებს.

„მე დავიწყე საუბარი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათთვის ახსნა, რომ დღეისათვის გვჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეკონიმიკის სხვადასხვა მიმართულებით დათესილი პანიკა უკრაინისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

„სიგნალები პატივსაცემი ქვეყნების ლიდერებისგან წამოვიდა, ისინი უკვე ღიად, არადიპლომატიურ ენაზე ამბობენ: „ხვალ ომი იქნება“. ეს პანიკაა. პანიკა ბაზარზე, საფინანსო სექტორში. რამდენად უღირს ეს ჩვენ სახელმწიფოს?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, CNN-მა ანონიმ უკრაინელ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა და ზელენკისმ რუსეთის აგრესიის რეალური საფრთხის შესახებ სავარაუდოდ,  იკამათეს. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ეს გარდაუვალია, ზელენსკი კი ამბობდა, რომ საფრთხე არც იმდენად ერთმნიშვნელოვანია.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ  აღნიშნული ანონიმური კომენტარები სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ბაიდენმა და ზელენსკიმ საუბრის დროს იკამათეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge