png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში მასობრივი არეულობების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

  • მსოფლიო
  • 31.01.2022
  • 11:16
უკრაინაში მასობრივი არეულობების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 30 იანვარს საღამოს დააკავეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

სხვა დეტალები უწყებას არ გაუსაჯაროებია, თუმცა ცნობილია, რომ დანიშნულია საგანგებო ბრიფინგი (კიევის დროით 10 საათზე), სადაც ამ საკითხზე ისაუბრებენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო.

ბოლო თვეებია, ვითარება უკრაინაში დაძაბულია, რასაც რუსეთის მიერ მის საზღვრებთან ათასობით სამხედროს კონცენტრირება განაპირობებს.

დასავლეთი შიშობს, რომ კრემლი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გარდა შესაძლოა გეგმავდეს უკრაინის სტაბილურობისათვის ძირგამომთხრელ აქტივობებს, მათ შორის კიბერთავდასხმებსა და შიდა არეულობის ორგანიზებას.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ გამოააშკარავეს რუსეთის სპეცსამსახურების გეგმები უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შესახებ. დაზვერვის ინფორმაციით, კრემლს უკრაინაში პროპუტინისტური მმართველის დანიშვნა აქვს განზრახული.

10 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოდესაში დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა. უწყების განცხადებით, აგენტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოდესის ოლქში დივერსიებისა და ტერაქტების გზით პოლიტიკური ვითარებისთვის ძირის გამოთხრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge