png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, სასურველი ტყის ობიექტი იჯარით გადმოგეცემათ - ლევან დავითაშვილი

  • კომენტარები
  • 31.01.2022
  • 13:46
შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, სასურველი ტყის ობიექტი იჯარით გადმოგეცემათ - ლევან დავითაშვილი

შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სასურველი ტყის ობიექტი და აიღოს ვალდებულება მის მოვლასთან დკავშირებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა, ჩემდა სამწუხაროდ, მედიაში მაინც არაერთგვაროვანი და დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება. ხშირ შემთხვევაში არის არასწორი ინტერპრეტაციები. ხ

ჩვენ მივიღეთ ახალი სატყეო კოდექსი 2020 წელს ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის დასასრული, რომელზეც სახელმწიფო თავის პარტნიორებთან ერთად 7 წელი მუშაობდა. ამ შემთხვევაში მთავარი პარტნიორი იყო გერმანიის მთავრობა და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპული სახელმწიფო. მათ შორის, ჩართული იყო ევროკავშირი, რათა ქვეყანაშ ტყის მართვის ისეთი პრინციპები შემოგვეტანა, როგორიც არის ევროპაში და რაც გულისხმობს ტყეების მდგრადად მართვას. ეს გულისხმობს მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ტყით სარგებლობის უფლებას, რაც არის აუცილებელი პირობა და არის საერთაშორისო სწორი პრაქტიკა ტყის გამოყენების. მეორე - საქართველოში 90-იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ანუ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა და ტყე თავის ძირითად ფუნქციებს - სოციალურს, ეკონომიკურს და ეკოლოგიურს ვერ ასრულებდა. ეს მთავარი პრინციპი ახალ კოდექსში შემოვიტანეთ და ამ კოდექსმა განსაზღვრა ტყით სარგებლობის პირობები, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge