primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ნატო ჩხეიძე საკანონმდებლო ინიციატივით მოითხოვს, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს აღინიშნებოდეს

  • პოლიტიკა
  • 31.01.2022
  • 17:29
ნატო ჩხეიძე საკანონმდებლო ინიციატივით მოითხოვს, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს აღინიშნებოდეს

პარლამენტის ბიურომ დეპუტატ ნატო ჩხეიძის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე იმსჯელა, რომელიც კანონმდებლებს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს სთავაზობს.

„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველივე მუხლის, პირველ პუნქტში წერია, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო არის 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას შემდეგ ქვეყანაში რიგი ტრაგედიები მოხდა და არცერთი არ აღნიშნულა, ხოლო 1995 წელს კონსტიტუციის მიღების დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში სწორედ 9 აპრილია ჩაწერილი, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ, გარკვეული ისტორიკოსების ფალსიფიცირებული ახსნების საფუძველზე, დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი დაინიშნა და არა 9 აპრილი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. დეპუტატის თქმით, 9 აპრილი მხოლოდ გლოვის დღედ აღინიშნება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს არა დაჩქარებული, არამედ ჩვეულებრივი წესით განიხილავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge