png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მოუწოდებს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს

  • პოლიტიკა
  • 03.02.2022
  • 15:44
ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მოუწოდებს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს

ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მიმართავს, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს.

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს უსმენენ.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" სტალინის მიერ 1922 წელს შეიქმნა და მას საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს.

"თქვენ და დასავლეთი ებრძვით სტალინისტურ გამოვლინებებს. ამის საწინააღმდეგოდ, თქვენ იყენებთ ტერმინს "სამხრეთ ოსეთს" ყველა თქვენს დოკუმენტში, რომელიც ასევე სტალინისტური ტერმინია და 1922 წელს შეიქმნა. მანამდე ის არ არსებობდა. "სამხრეთ ოსეთს“, ასეთ წარმონაქმნს საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს. ამიტომ ჩემი თხოვნაა, მოწოდებაა, რომ ვიმსჯელოთ ერთად როგორ შეიძლება ამოვიღოთ ეს ტერმინი საერთოდ თქვენი ოფიციალური დოკუმენტებიდან. არ არის სასიამოვნო ევროკავშირი ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო სტალინის დროინდელ ამ დასახელებას იყენებდეს. თუ ჩვენგან ოფიციალური მომართვაა საჭირო ამას გავაკეთებთ”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ჩაინიშნავენ. "ეს უნდა ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ მომავალში, როდესაც ევროპულ დოკუმენტებს შევიმუშავებთ“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge