png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ერდოღანი უკრაინას ეწვია

  • მსოფლიო
  • 03.02.2022
  • 17:45
ერდოღანი უკრაინას ეწვია

რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

უკრაინაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანის თქმით, თურქეთი ორივე მხარეს მოუწოდებს დიალოგისკენ და დასძინა, რომ კრიზისი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის მზადყოფნა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და ნდობის ატმოსფეროს დასამყარებლად.

მანამდე, ერდოღანი გამოდიოდა შეთავაზებით, რომ თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად შუამავლის როლს იკისრებდა.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ერდოღანი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოსალოდნელია, რომ ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ანკარაში ჩავა.

"ღმერთმა ქნას, წარმატებით გადავლახოთ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემური პერიოდი", - განაცხადა ერდოღანმა ვიზიტის დაწყებამდე.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა პლატფორმაზე ხაზგასმით აცხადებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას.

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ერდოღანი დაესწრება უკრაინისა და თურქეთის ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრას.

გარდა ამისა, იგეგმება სხვადასხვა შეთანხმებებზე, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა და პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.

თურქეთი ტრადიციულად ცდილობს კარგი კავშირები ჰქონდეს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, ანკარა მოიქცევა ისე, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge