png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში თურქული საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

  • მსოფლიო
  • 03.02.2022
  • 18:10
უკრაინაში თურქული საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

უკრაინაში თურქული საფრენი აპარატების Bayraktar-ის წარმოება დაიწყება. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ ჩარჩო შეთანხმების გაფორმებაზე დრონების ქარხნის მშენებლობასა და წარმოების შესახებ. შეთანხმებაზე ხელის მოწერა კიევში თურქეთის დელეგაციის ვიზიტის დროს იგეგმება.

მინისტრის თქმით, უკრაინაში ასევე შეიქმნება უპილოტო საფრენი აპარატების მართვის სპეციალისტების სწავლების ცენტრი.

თურქული დრონები იფრენენ უკრაინული წარმოების ძრავებით. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ თურქული კომპანია Bayraktar Savunma-ს გადაწყვეტილებით, მომდევნო თაობის დრონები უკრაინული წარმოების ძრავებს „მოტორ სიჩს“ გამოიყენებენ.

2021 წლის ოქტომბრის ბოლოს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar-ი ოფიციალურად პირველად გამოიყენა დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ, რამაც რუსეთის მწვავე კრიტიკა და გერმანიის შეშფოთება გამოიწვია. კიევმა დრონების გამოყენება თავდაცვის უფლებით ახსნა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კიევი მზად არის მიიღოს თურქეთის წინადადება სტამბოლში მოლაპარაკებების გამართვაზე დონბასში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ამისთვის მოსკოვის თანხმობაა საჭირო.

„უკრაინული მხარე მზად არის სტამბოლის მოლაპარკებებისთვის, ასევე ჟენევასა და ვენაში, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის არაანგაჟირება, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია მეორე მხარის თანხმობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ორი კვირით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განახაცხადა, რომ მზად არის უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაში შუამავლის როლი იკისროს. დღეს, 3 თებერვალს ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge