png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთში Deutsche Welle-ს მაუწყებლობა აიკრძალება

  • მსოფლიო
  • 03.02.2022
  • 18:38
რუსეთში Deutsche Welle-ს მაუწყებლობა აიკრძალება

რუსეთის ხელისუფლება გერმანულ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც 3 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაიხურება Deutsche Welle-ს საკორესპონდენტო ბიურო მოსკოვში, შეწყდება გერმანული სამაუწყებლო კომპანიის  თანამგზავრული და სხვა სახის მაუწყებლობა რუსეთის ტერიტორიაზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საკითხს „დოიჩე ველეს“ როგორც „უცხოეთის აგენტის“ ფუნქციის შემსრულებელ მედიასაშუალებად აღიარების შესახებ.

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიაში მარეგულირებელის მიერ რუსული გერმანულენოვანი ტელეარხის RT DE-ს მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ მიიღო. მედიამარეგულირებლის განცხადებით, რუსულ ტელეარხს გერმანიაში ტრანსლირების ლიცენზია არ ჰქონდა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი შეადგენს გერმანიის მოქალაქეების სიას, რომლებსაც მისი აზრით,   RT DE-ის მაუწყებლობის შეწყვეტასთან კავშირი აქვთ და რუსულ სახელმწიფო არხზე ზეწოლას ახდენენ. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge