primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

  • პოლიტიკა
  • 15.02.2016
  • 19:06
 ქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ქართული სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს კონკურსში მონაწილეობისაკენ მოუწოდა და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერესა და სახლემწიფო სიბოლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წელს საქართველო ავღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს. საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე, ამ ინსტიტუტების უფრო მეტი სტაბილურობა და რა თქმა უნდა, უფრო მეტი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისთვის და ისევე როგორც თითოეული მოქალაქისათვის, საქართველოს შეიარაღებული ძალები, თქვენ, ქართველი ჯარისკაცები არაერთხელ გამხდარხართ გულწრფელი სიამაყის მიზეზი. თქვენ ძალიან წარმატებით მონაწილეობთ საერთაშორისო მისიებში, რისი დასტურიც არის არაერთი მადლობა ქვეყნისადმი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თავდაცვის სამინისტროს წარმატებული თანამშორმლობისათვის მადლობა გადაუხადა, რადგან სამხედრო მარშის შექმნის იდეა სწორედ ამ უწყებას ეკუთვნის.

„ეს კონკურსი ხელს შეუწყობს ქართული სამხედრო სასულე ორკესტრის განვითარებას და შედეგად ჩვენ მივიღებთ არაერთ უნიკალურ ქართულ სამხედრო მარშს, რომელსაც შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრები სიამაყით შეასრულებენ. მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, ამ სფეროს კვალიფიციურ წარმომადგენლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და შევქმნათ ახალი ქართული სამხედრო მარშები“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფორსმა გიორგი აბაშიშვილმა.

 პრეზენტაციაზე რამდენიმე სამხედრო მარში შესრულდა. სამხედრო მარშის კონკურსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ალექსანდრე ბარბაქაძე, გენერალური შტაბის უფორსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა და კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge