png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები - ლევან ხაბეიშვილი

  • კომენტარები
  • 07.02.2022
  • 13:44
მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები - ლევან ხაბეიშვილი

მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე, რომელშიც ნიკა მელია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს.

"საუბარი იყო იმაზე, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, აქ მას რუსული რეჟიმი დააპატიმრებდა და ეცდებოდნენ მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის ხელყოფას. ამაზე სხვათა შორის, სააკაშვილი საუბრობდა, რომ მისი დასავლელი, ევროპელი მეგობრები ეუბნებოდნენ, რომ საქართველო არც ევროპაა და არც დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება, იქ არის რუსული რეჟიმი, კლანური სასამართლო, სადაც თქვენ გემუქრებათ პატიმრობა და შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი. ამიტომ ისინი აფრთხილებდნენ, რომ სააკაშვილი არ ჩამოსულიყო საქართველოში, რაც თავიდან ბოლომდე ცხადია, გააზრებული ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილსაც. ეს ისედაც ცხადი იყო, შესაბამისად, მელიას პოზიციაც სააკაშვილის ჩამოსვლასთან მიმართებით უკავშირდება იმას, რომ საქართველოში მას დახვდებოდა რუსული რეჟიმი.

მოგეხსენებათ, მსოფლიოში მოიძებნება მხოლოდ ორი ქვეყანა, სადაც სააკაშვილს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ან რაიმე სხვა ზიანი. ეს არის რუსეთი და საქართველო, სხვაგან სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში პრობლემა არ შექმნია. მელიას გულის ტკივილი უკავშირდებოდა იმას, რომ სააკაშვილს არც თავისუფალი სასამართლო ექნებოდა და არც წითელი ხალიჩები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"იმედის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge