Facebook-მა და Instagram-მა შესაძლოა, ევროპაში მუშაობა შეწყვიტოს
- მსოფლიო
- 07.02.2022
- 22:10
კორპორაცია Meta-მ, შესაძლოა ევროპაში სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის მუშაობა შეწყვიტოს. გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის კანონებს, რომლის თანახმად, მომხმარებლების მონაცემები ევროპის სერვერებზე უნდა ინახებოდეს და მუშავდებოდეს.
Meta მონაცემების გადასაცემად იყენებს ტრანსატლანტიკურ სერვერებს: Privacy Shield(ევროკავშირმა ბათილად გამოაცხადა 2020 წელს მონაცემეთა დაცვის დარღვევის გამო) და SCC (სტანდარტული მდგომარეობა მონაცემების დასაცავად).
„მონაცემების გაცვლას ქვეყნებსა და რეგიონებს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისა და სარეკლამო ბიზნესისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.
იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების მუშაობა ევროპაში საფრთხის ქევშაა.
Meta იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ახალ შეთანხმებას მიაღწევს და მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა აღარ მოუწევს.