უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი და მისი საფუძველი მინსკის შეთანხმებებია - მაკრონი
- მსოფლიო
- 08.02.2022
- 11:54
მინსკის შეთანხმებები უკრაინის საკითხის გადასაჭრის მთავარ საფუძვლად რჩება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი და ამ საკითხის გადაჭრის საფუძველი მინსკის შეთანხმებებია“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ახალი მექანიზმები, მაგრამ მათი მიღება შესაძლებელია არსებული შეთანხმებების გადახედვის გზით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200