png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კომპანია Visa-ს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახალი რეგიონალური მენეჯერი ეყოლება

  • ეკონომიკა
  • 16.02.2016
  • 10:04
კომპანია Visa-ს საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში  ახალი რეგიონალური მენეჯერი ეყოლება

კომპანია Visa-ს ინფორმაციით, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის რეგიონალურ მენეჯერად დმიტრო კრეპაკი დაინიშნა. დმიტრო კრეპაკი ამ დრომდე უკრაინის რეგიონალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი მას კომპანიის რეორგანიზებული გუნდის მართვა დაევალება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც.

“საქართველოს და სომხეთის უკრაინასთან გაერთიანება, ერთიან მენეჯმენტის სისტემაში, თითოეული ქვეყნისათვის იქნება უდიდესი სარგებლის მომტანი, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გადახდების ახალი ტექნოლოგიების სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და ისარგებლონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ერთიანი მენეჯმენტის გუნდის არსებობიდან გამომდინარე. საქართველო და უკრაინა რეგიონში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს სამივე ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სავაჭრო პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო დააჩქარონ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ფულის უფრო საიმედო, უსაფრთხო და ინოვაციური გადახდის ფორმების დანერგვა და პოპულარიზაცია“, - აცხადებს მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დმიტრო კრეპაკი პასუხისმგებელი იქნება უკრაინის, საქართველოს და სომხეთის ერთიანი სტრატეგიის, ბიზნეს განვითარების, რესურსების ოპტიმიზაციის და კლიენტებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე, რათა მოხდეს უნაღდო გადახდების სფეროს განვითარება სამივე ქყეყანაში.

დმიტრო კიევის რეგიონალური ოფისიდან გაარძელებს მუშაობას და ხშირად ექნება საქმიანი ვიზიტები საქართველოსა და სომხეთში. კომპანია Visa-ს ძლიერი გუნდი ჰყავს კიევსა და თბილისში, რომლებიც გააგრძელებენ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებას სამივე ქვეყანაში.

კრეპაკს აქვს 15 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება რუსეთში, უკრაინასა და აშშ-ში საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებით. ის კომპანია Visa-ში გადმოსვლამდე მუშაობდა კრედობანკში,      ქ. ლვოვში (PKO Bank Polski Group), სადაც ის აღმასრულებელი დირექტორის/მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა 3 წლის განმავლობაში. ხოლო მანამდე კი, დმიტრო ექვსი წლის განმავლობაში სათავეში ედგა პირველი უკრაინული საერთაშორისო ბანკის და „Raiffaisen Bank Aval“-ის საცალო ბიზნესის, სტრატეგიის და პროექტების განვითარებას და განხორციელებას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge