png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმში, გმირთა ხეივანში, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

  • ეკონომიკა
  • 16.02.2016
  • 10:29
ბათუმში, გმირთა ხეივანში, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

აჭარის მთავრობა, ბათუმში, გმირთა ხეივანში დაგეგმილი პროექტებით ინვესტორთა დაინტერესებას ცდილობს. ამ მიზნით, გმირთა ხეივანის განაშენიანების მეორე ეტაპი გახსნილად გამოცხადდა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული ობიექტები საპრივატიზაციოდ გამოიტანა.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 1-ელ მარტს ჩანიშნულ აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-/აბუსერიძის ქუჩა 17-ში მდებარე 3769 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულებაც 570 ათასი დოლარია.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმ 80 ნომერიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. მყიდველის სურვილის შემთხვევასი შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების  განთავსება. პროექტი მინიმუმ 2000 კვ/მ-ზე მიწისქვეშა ავტოსადგომისადა სტილობატის (ე.წ "პოდიუმი") მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;

ინვესტორმა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში უნდა დაიწყოს. ხოლო 54 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება უზრუნველყოს, რომელშიც დამონტაჟებულ იქნას თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელები.

აღნიშნულ პროექტის განხორციელებისთვის ონვესტორს მინიმუმ 9 მლნ 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაევალდებულება.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო: შპს „DAR BUILDING”-ი 22 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, ხოლო შპს „სახლი ხეივანში“ 9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge