png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს ცივი ომის რიტორიკა

  • მსოფლიო
  • 10.02.2022
  • 17:29
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს ცივი ომის რიტორიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ თრასმა მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა დაასრულოს ცივი ომის რიტორიკა და დასავლეთთან სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. „ არსებობს ალტერნატივა, დოპლომატიური გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კონფლიქტსა და სისხლისღვრას. მე აქ ვარ იმისთვის, რომ რუსეთს მოვთხოვო, წავიდეს ამ გზით“, - განაცხადა მან 10 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

თრასმა რუსეთს მოუწოდა მოლაპარაკებეზე დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც რუსეთმა 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში თავის თავზე აიღო. „რეალობა ასეთია, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის განლაგება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა“, - განაცხადა თრასმა.

ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწების ხელმძღვანლმა მტკიცედ გააფრთხილა მოსკოვი არ შეიჭრას უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, მისი შედეგები კატასტროფული იქნება, როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსეთისა და მთლიანად ვეროპის უსაფრთხოებისათვის.

„ნატო-მ მკაფიოდ განმარტა, რომ უკრაინაში ნებისმიერ შეჭრას მოჰყვება მასშტაბური შედეგები და დიდი დანაკარგები“, - აღნიშნა მან.

„უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი -2“ არ ამუშავდება. ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ნაწილი სხვა მკაცრ ზომებთან ერთად, რომელიც მოიცავს სანქციებს ცალკელული პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - დასძინა თრასმა.

თრასმა რუსეთს მოუწოდა შეასრულოს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რეგიონიდან გაიყვანოს მძიმე სამხედრო შეიარაღება.  

თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩაშლის შემდგომ მოლაპრაკებებს, თუ მოსკოვის მოთხოვნაზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, ევროკავშირი კოლექტიურად უასუხებს. „როგორც გავიგე, თითოეული ქვეყნის გულწრფელი პასუხების ნაცვლად, ევროკავშირს სურს წარმოადგინოს კოლექტიური წერილი, რომელშიც ეროვნული პოზიციების ყველა ნიუანსი ნიველირებული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკება ჩვენ არ გამოგვივა და ვიფიქრებთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა თრასი და ნატო-ს ქვეყნები ცალმხრივ სტანდარტებში დაადანაშუალა. „დასავლეთს უფლება აქვს ჩვენ რაღაც გარანტიები მოგვთხოვოს, ჩვენ კი არანაირ გარანტიებს არავინ გვპირდება“, - დასძინა ლავროვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ელოდება პასუხებს თავის შეკითხვებზე ეუთოს სივრცის ყველა ქვეყნისგან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge