აშშ-მა პოლონეთში F-15 ტიპის მოიერიშეები გაგზავნა
- მსოფლიო
- 10.02.2022
- 20:38
შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისთვის F-15 Eagles-ის ტიპის მოიერიშეების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
„ამერიკული მოიერიშების გაგზავნა პოლონეთში ლასკის ავიაბაზაზე, მიმართულია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის უნარების თავდაცისთვის გაძლიერებისა და ალიანსის მისიის მხარდასაჭერად საჰაერო სივრცის პატრულირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ ამერიკული მოიერიშეები F-15 Eagle, რომლებიც გაიგზავნა შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუტის ბრიტანული ავიაბაზიდან, იმოქმედებენ პოლონეთისა და დანიის F-16-ის ტიპის თვითმფრინავებთან ერთად. აღნიშნული თვითმფრინავები ასრულებენ ნატო-ს პატრულირების მისიას ბალტიაში.
„დამატებითი მოიერიშეები გააძლიერებენ საბრძოლო მზადყოფნას, ასევე უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე მოკავშირეების თავდაცვას“, - ნათქვამია ინფრომაციაში.
მანამდე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ფერფორდის ავაიბაზაზე ჩავიდა B-52H ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლათ ბირთვული იარაღის გადატანა.