თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს
- სამართალი
- 11.02.2022
- 11:53
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, მოტივი უცნობია, ასევე უცნობია დააკავეს თუ არა დამნაშავე სამართალდამცველებმა.
არსებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან და მათთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მოკლული ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200