უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარების მორიგი ნაწილი ჩავიდა
- მსოფლიო
- 13.02.2022
- 18:35
უკრაინაში აშშ-დან კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავიდა სამხედრო დახმარების ტვირთით. დახმარების ღირებულება 200 მლნ დოლარია. ამის შესახებ Twitter-ზე კიევში ამერიკის საელჩო წერს.
„Sweet 16 და კიდევ 17 - თუ იცით, რაზე ვსაუბრობთ: დღეს, დილით, კიევში ჩამოვიდა კიდევ ორი თვითმფრინავი ამერიკული დახმარებით, უკრაინის თავდაცის გასაძლიერებლად. ეს არის დახმარების ნაწილი 200 მლნ დოლარის ღირებულების - საბრძოლო მასალა და ყუმბარმტყორცნების ჭურვები. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - ნათქვამია სელჩოს განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების პირველი პარტია უკრაინაში 22 იანვარს ჩავიდა. 23 იანვარს კი უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების მეორე ნაწილი მიიღო. სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი კიევმა 25 იანვარს მიიღო, მეოთხე ნაწილი 28 იანვარს, ხოლო მეხუთე დახმარება - 1 თებერვალს.