primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.02.2022
  • 16:53
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში [რუსეთის] ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება.

მისივე თქმით, რუსეთი ფართომასშტაბიანი შეჭრისგან რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო შეიკავებს თავს.

"უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

1. დასავლეთმა მიაღწია ერთიანობის არნახულ დონეს და სანქციების შემოღება მართლაც ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან გაურთულებს რუსეთს საქმეს.

ცალკე და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლონეთი. NATO-ს 40-მილიონიანი წევრი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს უკრაინასთან და სასიცოცხლო დაინტერესება. პრაქტიკულად, ეს იქნება რუსეთის ომი უკრაინასთან, პოლონეთთან, 80 მილიონ ადამიანთან. პოლონელები პირდაპირ არ იომებენ, მაგრამ შეუზღუდავ მომარაგებას, წვრთნას და მხარდაჭერას განახორციელებენ და შეუქმნიან უკრაინას მყარ ზურგს. პოლონეთის უკან ამერიკა და NATO-ა. ტყუილად არ იმეორებს ბაიდენი, რომ დაიცავს NATO-ს მოკავშირეებს. იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი, როგორც უკრაინის ზურგი.

2. კიევში, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ შარშან ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა მეხუთე კოლონას (მათ შორის მეც ვიყავი თანამომხსენებელი ანტი-ოლიგარქიული კანონის), პუტინს კიევში არავინ ელის და პირიქით, პოლიტიკური კლასი უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე.

3. და ბოლოს, პუტინმა აშკარად ვერ მიაღწია რუსეთის შიგნით ისეთ საზოგადოებრივ კონსენსუსს, რომელიც 2008 და 2014 წლებში ჰქონდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge