png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიოში აივ ინფექციისგან მეოთხე პაციენტი გამოჯანმრთელდა

  • მსოფლიო
  • 16.02.2022
  • 17:54
მსოფლიოში აივ ინფექციისგან მეოთხე პაციენტი გამოჯანმრთელდა

აშშ-ში აივ ინფექციისგან მსოფლიოში მეოთხე ადამიანი გამოჯანმრთელდა. წერს The Wall Street Journal-ი. ამ დრომდე აივ ინფექციისგან გამოჯანმრთელების სამი შემთხვევა კაცებს უკავშირდება, ახლა კი მდგრად რემისიას ქალმა მიაღწია.

„საშუალო ასაკისა და შერეული რასის“ ქალს Weill Cornell Medicine-სა და New York Presbyterian-ის ექიმები მკურნალობდნენ.

ნიუ იორკელი ექიმები იუწყებიან, რომ პაციენტს გაფართოებული ტესტირების დროს აივ ინფექციის ნიშნები არ გამოვლენია იმ დრომდე, ვიდრე მან 2020 წლის ოქტომბერში ანტირეტროვირუსული მკურნალობა არ შეწყვიტა, იშვიათი გენეტიკური მუტაციის  ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ, რომელიც აივ ინფექციის ინვაზიას ბლოკავს. ხანგრძლივი რემისია მიანიშნებს, რომ პაციენტის ორგანიზმში ვირუსის უჯრედებმა გამრავლება შეწყვიტეს იმ პაციენტებისგან განსხვავებით, რომლებსაც რემისია არ აღენიშნებოდათ.

პაციენტში აივ ინფექციის დაავადება ლეიკემიის მწვავე ფორმასთან ერთად მიმდინარეობდა. მას გადაუნერგეს ზრდასრული ნათესავის ღეროვანი უჯრედები და არანათესავი ახალშობილის ჭიპლარის სისხლი. აღნიშნული მკურნალობა, სავარაუდოდ, გამოადგება ადამიანთა უფრო ფართო წრეს, რადგან როგორც ექიმები მიიჩნევენ, აუცილებელი არ არის ჭიპლარის სისხლი გენეტიკურად ემთხვეოდეს პაციენტ-რეციპიენტს.  

პირველი ადამიანი, რომელიც აივ ინფექციისგან გამოჯანმრთელდა, იყო ტიმოთი რეი ბრაუნი, რომელსაც თავიდან „ბერლინელი პაციენტი“ უწოდეს. ის 2020 წელს გარდაიცვალა, ლეიკემიის რეციდივის შემდეგ. 2019 წელს მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კიდევ ორმა მამაკაცმა ლონდონიდან და დიუსელდორფიდან მდგრად რემისიას ტრანსპლანტატების გადანერგვისა და აივ-ინფექციის სამკურნალო წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge