png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.02.2022
  • 13:25
ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! - სააკაშვილი

ივანიშვილი დიდ საერთაშორისო შარშია, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, 10 ათასი, უცხო ენის მცოდნე, განათლებული ახალგაზრდა იმის ნაცვლად, რომ რამე პროდუქტიულ საქმეში ემუშავათ, გამოდგომოდნენ ქვეყანას, ივანიშვილის ოჯახმა დაასაქმა ქოლცენტრების, ე.ი. ტელეფონით ევროპელებისთვის ფულის მოტყუებით გამოძალვის საქმეში.

"ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა. ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ბიზნესს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა და მეორეც, ახლა, როცა ბებიაჩემ მზია წერეთლის კუთვნილი 20 წლის RAV4 აღმოაჩინეს, დააყადაღეს.

მათ ცხვირწინ ამხელა შენობებით და ამდენი ათასი კაცით როგორ ოპერირებდა. ხელისუფლებამ, ახლა, იმის ნაცვლად, რომ ამხელა სამუშაო რესურსს რაიმე კვალიფიციური და კანონიერი სამუშაო უპოვნოს, ამ ხალხს გაუგზავნა შეტყობინება და სთავაზობს სომხეთში გადაბარგებას იგივე საქმის საკეთებლად.

ყოჩაღ ლევან ხაბეიშვილს, რომ გაუხეთქა მათ და ჩაუშალა ასეთი სქემა. ახლა ლევანს სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა და დაცვა, რათა სხვა მსგავსი, მათ შორის, პირველ რიგში ქართველების მძარცველი სქემები ჩაშალოს. ჩვენ კი, დროზე უნდა დავასრულოთ ეს მავნებლები თბილისში, იმიტომ რომ ესენი ახალ თაობას სთავაზობენ მარტივ გზას უცხოეთისას.

ქოცების მთელი მესიჯბოქსი და "იმედის" მრავალრიცხოვანი სიუჟეტები ხაბეიშვილზე უტყუარად ადასტურებს, რომ მათ ძალიან მტკივნეულ ადგილას მიარტყა. წარმოიდგინეთ, ეს მათ თვეში 60 მილიონზე მეტ ნაღდ ფულს აკარგინებს, რომელსაც ივანიშვილი და ლილუაშვილი კონვერტებით უნაწილებდნენ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, თავდაცვის სამინისტროს და სუს-ის ოფიცრებს, დეპუტატებს...

ივანიშვილის ფულის რეცხვის კარტელის წევრებს ჩვენ სულ მალე ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამსახურებს არა ერევანში, არამედ თბილისსა და ლაზიკაში შევთავაზებთ.

და ივანიშვილი რომ გადავიდეს ერევანში საცხოვრებლად, არ გამოვა?! მახსოვს, თავისი საქმიანობის დასაწყისში, სომხეთი საქართველოსთვის სამაგალითო ქვეყნად მოჰყავდა", წერს სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge