png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბრიტანეთისა და ამერიკის დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი ძალები შეინიშნება

  • მსოფლიო
  • 17.02.2022
  • 16:08
ბრიტანეთისა და ამერიკის დაზვერვის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი ძალები შეინიშნება

უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსკოვის განცხადების მიუხედავად, რუსეთი რეგიონში სამხდრო ძალის გაზრდას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰოკენჰალმა თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით განაცხადა.

„ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანა“, - განაცხადა ჰოკენჰალმა და აღნიშნა, რომ  ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის მიმართულებით გადაადგილდება დამატებითი ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები, ასევე ჩანს საველე ჰოსპიტალიც. „რუსეთს აქვს სამხედრო შესაძლებლობები იმისათვის, რომ შეიჭრას უკრაინაში“,  - დასძინა ჰოკენჰალმა.

ამერიკული წყაროს ცნობით, კრემლმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 ათასამდე სამხედრო გადაისროლა. რუსეთის ხელიუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სიცრუე უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ნებისმიერ დროს, შესაძლოა, დაიწყოს ოპერაცია, რომელიც უკრაინაში შეჭრის საბაბი გახდება.

 „რუსეთი ირწმუნება, რომ სურს მოძებნოს დიპლომატიურად გზები, მაგრამ მისი ქმედებები საპირისპიროს მეტყეველებენ“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ  რუსეთი ცდილობს შექმნას საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, დონბასში „გენოციდისა“ და „მასობრივი სამარხების“ უსაფუძვლო მტიცებულელების მეშვეობით.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რუსეთის ოფიციალური პირები და მედისაშუალებები როგორ ქმნიდნენ მრავალრიცხოვან ისტორიებს, ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, გამხდარიყო შეჭრის საბაბი“, - განაცხადა პრაისმა და აღნიშნა, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს საფუძველი.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ასევე ვერ ხედავს ცვლილებებს უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის რაოდენობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვხედავთ მცირე როტაციებს. მე ამ როტაციებს ვერ დავარქმევდი რუსეთის მიერ  ჯარების გაყვანის პროცესს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge