png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს დონბასის დაბომბვაში ადანაშაულებენ

  • მსოფლიო
  • 17.02.2022
  • 19:17
კიევი და სეპარატისტები ერთმანეთს დონბასის დაბომბვაში ადანაშაულებენ

უკრაინელი სამხედროები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში, შეხების ხაზის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლი ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც დააფიქსირა, იუწყება სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ დაბომბვა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებიდან განხორციელდა. შტაბის მონაცემებით, 17 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 29-ჯერ დაფიქსირდა, მათ შორის 27-ჯერ გამოყენებული იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება. შტაბისვე ინფორმაციით, დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრლია ორი სამოქალაქო პირიც.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით განახორციელეს სტანიცა ლუგანსკაიას დასახლებული პუნქტის დაბომბვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინელი სამხედროების თქმით, მოწინააღმდეგემ ისროლა 32 ჭურვი მძიმე საარტილერიო შეიარაღებიდან, დააზიანეს საბავშვო ბაღის შენობა, სადაც იმ დროს ბავშვები იმყოფებოდნენ, ასევე დაზიანდა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტი ელეტქროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, სეპარატისტები სიტუაციის გამწვავებაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ისროდნენ „სხვადასხვა ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და მცირე იარაღიდან“, - ნათქვამია  სეპარატისტების ინფორმაციაში. მათი თქმით, იძულებულები იყვნენ „გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი მოწინააღმდეგის  ცეცხლის ჩასახშობად“.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge