png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის საბაბად რუსეთს სხვადასხვა პროვოკაციის განხორციელება აქვს განზრახული

  • მსოფლიო
  • 17.02.2022
  • 23:10
ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის საბაბად რუსეთს სხვადასხვა პროვოკაციის განხორციელება აქვს განზრახული

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად კვლავ შენარჩუნებულია მინსკის შეთანხმებების მნიშვნელობა, მაგრამ ახლა მილიონობით უკრაინელი საფრთხის წინაშე დგას.

სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს მაღალი რისკის იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს დღეებში შეიჭრას. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, მას გაჰყავს თავისი ძალების უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან.

"150 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი კვლავ თავმოყრილია უკრაინის საზღვრებთან", - დასძინა მან.

სახელმწიფო მდივანმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ამზადებს "ცრუ დროშის ოპერაციას", ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს უკრაინაში შეჭრა.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ყალბი, დადგმული ტერორისტული დაბომბვა რუსეთის შიგნით, მასობრივი სამარხების გამოგონილი აღმოჩენა, დრონებით დადგმული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, "ყალბი ან თუნდაც რეალური" ქიმიური თავდასხმა, რასაც რუსეთი "ეთნიკურ წმენდად" ან "გენოციდად" შეაფასებს.

ბლინკენის განცხადებით, მოსალოდნელია ასევე მასობრივი კიბერშეტევები უკრაინის ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეროა ვაშინგტონის მზაობა და ერთგულება დიპლომატიის მიმართ. მისი თქმით, დიპლომატიის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს წერილი გაუგზავნა, სადაც მომავალ კვირას ევროპაში შეხვედრას შესთავაზა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბლინკენის სიტყვით გამოსვლას წინ უსწრებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი ვერშინინის გამოსვლა. მისი თქმით, უკრაინას არ სურს მინსკის შეთანხმებების შესრულება.

გაეროში გამართულ სხდომამდე, მედიასთან კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, რუსეთი შეიძლება უკრაინაში უახლოეს დღეებში შეიჭრას

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge