png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

  • პოლიტიკა
  • 18.02.2022
  • 12:20
 პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

18 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იწყება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

საქართველოს დელეგაციაში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გაცხადებისთვის.

ელჩის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის ფარგლებში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას წარადგენს.

"გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციას, ასევე გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებასთან. პანელზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროექტები ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთთან და დისკუსიაში ჩართული იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოვყოფ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ეუთოს გენერალური მდივნის მონაწილეობას. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი, როგორც გლობალური, რეგიონული, ისე ორმხრივი შეხვედრების ასპექტები, მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამყარებას, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

კონფერენცია 20 თებერვალს დაასრულებს მუშაობას.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge