png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში - ბორის ჯონსონი

  • მსოფლიო
  • 20.02.2022
  • 13:48
რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში - ბორის ჯონსონი

არსებული მონაცემები ადასტურებს იმას, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებს დაზვერვის პროგნოზის შესახებ ესაუბრა. დაზვერვის ვარაუდით, რუსული ჯარები უკრაინაში შეჭრას არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან - დონბასის მხრიდან, არამედ ბელარუსიდანაც აპირებენ.

„ვშიშობ, გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, განკუთვნილია რაღაც ისეთისთვის, რაც შესაძლოა, ნამდვილად გახდეს უდიდესი ომი 1945 წლის შემდეგ ევროპაში, მხოლოდ მასშტაბების თვალსაზრისით“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.

ჯონსონის თქმით, არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ „გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. შეკითხვაზე კვლავ გარდაუვლად მიიჩნევა თუ არა რუსეთის შეჭრა, ჯონსონმა განაცხადა: „ვშიშობ, ამაზე მიუთითებს მტკიცებულებები, მათ ვერ შევალამაზებთ“. მისივე თქმით, ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ პოტენციური მსხვერპლი არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ახალგაზრდა რუსების მხრიდანაც.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. მისი თქმით, ბრიტანეთი და აშშ გააჩერებენ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ ფუნტებითა და დოლარებით. მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს, ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებს მთელი მსოფლიო იგრძნობს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge