რუსეთმა უხეშად დაარღვია მინსკის შეთანხმებები და საერთაშორისო სამართალი - შარლ მიშელი
- პოლიტიკა
- 22.02.2022
- 00:27
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ "საერთაშორისო სამართლისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა უწოდა". ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. მოსკოვის ამ ნაბიჯს ევროკავშირი და მისი პარტნიორები ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემენ", - წერს მიშელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200